დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე: ქართული პოლიტიკაა ასეთი, რომ ყველაფერზე უნდა ილანძღო – რახან ოპოზიციონერი ხარ ყველაფერი უნდა წაბილწო?!

IMG.GE

დეკანოზმა, ალექსანდრე გალდავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ ისაუბრა.

„ეს იქნება კულტურის ძეგლი, იქვე სასტუმრო განთავსდება, იქნება იმის საშუალება, რომ ექსპოზიციები მოიძიო, განათავსო, სადაც დასაყრდენი იქნება. კვლევითი ჯგუფები ჩავა, რომელიც ამაზე იმუშავებენ. იქ უამრავი ხელნაწერია, რომელიც მოსაძიებელია უამრავ არაქართულ მონასტერში, ამათი აღნუსხვაა საჭირო. ეს თუ არ გაგიხარდება, რომ ქართველები ბრუნდებიან წმინდა მიწაზე, ქართული კულტურა კიდევ უფრო მეტად შესწავლილი იქნება, წარმოუდგენელია ამაზე რაიმეს გადაბრუნებულის თქმა.

რატომ არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ კარგი საქმე და რატომ არ უნდა მოიწონო?! ქართული პოლიტიკაა ასეთი, რომ ყველაფერზე უნდა იგინო და ილანძღო და რახან ოპოზიციონერი ხარ ყველაფერი უნდა წაბილწო?! შენი შვილიც ჩავა იქ, შენიც ხომ არის ის ადგილი?“, – განაცხადა დეკანოზმა.

29 მაისს, იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, საქართველოს 4 ათასი კვ.მ ნაკვეთი ოფიციალურად გადაეცა.

IMG.GE
გაზიარება