Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომ უკრაინაში შეიჭრა, თუმცა ის ახლა უფრო მეტ ნატოს იღებს

მარშალ პრესი 02/06/2022
სტოლტენბერგი

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მას შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

სტოლტენბერგმა შეაქო აშშ ლიდერობისთვის და უკრაინისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ბრძოლის ველზე სიტუაციას ცვლის.

„პრეზიდენტ პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომ უკრაინაში შეიჭრა, თუმცა ის ახლა უფრო მეტ ნატოს იღებს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ომები, თავისი ბუნებით, არაპროგნოზირებადია და ამიტომ ჩვენ უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პერიოდისთვის. ეს გახდა ომი, სადაც უკრაინელები ბრძოლის ველზე დიდ საფასურს იხდიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად, თუმცა რუსეთიც დიდ მსხვერპლს იღებს. ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და უკრაინას კვლავ სჭირდება ნატოს მხარდაჭერა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: უკრაინასთან დაკავშირებით 300-მდე რეზოლუცია და განცხადება არსებობს და საქართველო ზოგის თანაავტორია, ზოგის თანასპონსორი
Next: მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიაზე: სხვა ადამიანის დაკავებით აღსაშფოთებლად, რა არის ამოსავალი წერტილი, მისი საქმიანობა და სტატუსი, თუ ის, დამნაშავეა თუ არა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.