Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უკრაინას განსაკუთრებით სჭირდება მორალური მხარდაჭერა და კანდიდატის სტატუსი იქნება მათთვის მკაფიო მესიჯი, რომ ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის, ოკუპირებული ქვეყნებისა და ხალხის გვერდით

მარშალ პრესი 02/06/2022
მამუკა მდინარაძე

უკრაინას დღეს განსაკუთრებით სჭირდება მორალური მხარდაჭერა და ეს იქნება მათთვის ნათელი და მკაფიო მესიჯი, რომ ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინისა და ოკუპირებული ქვეყნებისა და ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, სამივე ქვეყანას და განსაკუთრებით უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღებით, სტიმული უნდა მიეცეს.

„ჩვენი ქვეყნებისთვისაც მკაფიო მესიჯი იქნება და განსაკუთრებით უკრაინის მიმართ. ვფიქრობ, სამივე ქვეყანას და განსაკუთრებით უკრაინას ეს სტიმული უნდა მიეცეს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნები კანდიდატის სტატუსს მიიღებენ და საქართველო არა, ეს იქნება არაბუნებრივი, თავს ზემოთ რომ ძალას იპოვიან ჩვენი „პატივცემული“ ოპონენტები და მათი ლობისტების ისეთი შრომის შედეგი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია რომ ამას მიაღწიონ, რადგან პრაქტიკულად ეს ყველანაირად გამორიცხულია. თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ამას გამოვრიცხავ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
Next: დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე: ქართული პოლიტიკაა ასეთი, რომ ყველაფერზე უნდა ილანძღო – რახან ოპოზიციონერი ხარ ყველაფერი უნდა წაბილწო?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025