Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყანას ჰყავს პრემიერობის ღირსეული კანდიდატი კობახიძის სახით, ლილუაშვილს კი საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია

მარშალ პრესი 03/10/2024
kakha kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იყოს წარდგენილი.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ლილუაშვილს ქვეყანაში საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია.

„ქვეყანას ჰყავს ღირსეული კანდიდატი ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც პარალელურად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. ის, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობაზე, სიმშვიდეზე. შესაბამისად, გუნდი როგორც არის წარმოდგენილი, ისე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე
Next: ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.