Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე

მარშალ პრესი 03/10/2024
irakli kobakhidze

უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება ეს საარჩევნო პროცესი, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერც ქარდები და ვერც რაიმე სხვა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე.

„უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება ეს საარჩევნო პროცესი. ამ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე. ვინც ამზადებს საელჩოს შიგნით ამ ქარდებს, მას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, რამენაირად არჩევნებზე მოახდინოს გავლენა, თუმცა ვერც ასეთი ქარდები და ვერც რაიმე სხვა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე. 60 პროცენტი არის დღეს ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 პროცენტს გადასცდება ეს მხარდაჭერა, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. კიდევ სამი კვირა გვაქვს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: აქ ვართ გამარჯვებულები, რადგან ჩვენ მხარესაა სიმართლე და ვერავინ შეძლებს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დაჩოქებას
Next: ქვეყანას ჰყავს პრემიერობის ღირსეული კანდიდატი კობახიძის სახით, ლილუაშვილს კი საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.