Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები

მარშალ პრესი 03/10/2024
irakli kobakhidze

ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან შეგუებული იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები.

„ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ ატარებენ. არც სოფლებში გადიან, არც უბნებში გადიან, არსად არ ჩანან. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, კონკრეტული პარტიის ლიდერები, 10-15 კაცი, ჩადის ხოლმე რაიონულ ცენტრებში, არიგებს ფლაერებს და ბრუნდება უკან. არავითარი გაშლილი კამპანია არ არსებობს. ერთადერთი, ვინც აწარმოებს კამპანიას, არის „ქართული ოცნება“. აქედანაც ჩანს, რომ მათ საერთოდ არ აქვთ გათვლა არჩევნებში წარმატების მიღწევაზე. წინასწარ არიან შეგუებული იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს ძალიან მძიმედ და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ქვეყანას ჰყავს პრემიერობის ღირსეული კანდიდატი კობახიძის სახით, ლილუაშვილს კი საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია
Next: გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.