Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციის და მათი გარე მფარველების დღის წესრიგი არის აგებული რევოლუციურ სცენარზე – ლევან მაჭავარიანი

მარშალ პრესი 30/09/2024
levan machavariani

დღის წესრიგი ოპოზიციის და მათი გარე უფროსების, მათი გარე მფარველების არის აგებული რევოლუციურ სცენარზე, – ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, პარტია „ახალის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებას.

ლევან მაჭავარიანის თქმით, საგამოძიებო უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობებზე იქნება მკაცრი პასუხი.

„ეს ყველაფერი ძალიან ემთხვევა მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნას, სადაცა ასევე იგივე რიტორიკა შემოგვთავაზეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნება“ რა ანგარიშით გაიმარჯვებს, მნიშვნელობა არ აქვს, რომ ამ გამარჯვებას აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. მთლიანად დღის წესრიგი ოპოზიციის და მათი გარე უფროსების, მათი გარე მფარველების არის აგებული რევოლუციურ სცენარზე. მნიშვნელობა არ აქვს გარედან ჩაერევა ვინმე თუ შიგნიდან დააპირებს ამის განხორციელებას, ჩვენი საგამოძიებო და სამართალდამცავი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ყველანაირ პრევენციას მოახდენენ ასეთი ქმედებების და ყველაფერს გაეცემა ძალიან მკაცრი პასუხი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვინაიდან ის სულ იტყუება. მისივე თქმით, დასავლელი ელჩები ემზადებიან არჩევნების შემდეგ „ბასრი განცხადებები გააკეთონ“.

Post navigation

Previous: სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო მარათონში მიიღეს მონაწილეობა
Next: ბატონ როთს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, ბარემ ბერლინშია სალომესთან ერთად, დათმოს თავისი ქვეყნის და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ჩამოვიდეს, ვინმე მოუძებნის ან გვარამია ან სააკაშვილი ადგილს სიაში და იყაროს კენჭი პირდაპირ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.