Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბატონ როთს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, ბარემ ბერლინშია სალომესთან ერთად, დათმოს თავისი ქვეყნის და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ჩამოვიდეს, ვინმე მოუძებნის ან გვარამია ან სააკაშვილი ადგილს სიაში და იყაროს კენჭი პირდაპირ

მარშალ პრესი 30/09/2024
irakli kircxalia

სირცხვილია ბატონი როთის თითოეული გამოსვლა და თითოეული განცხადება ჩვენი ქვეყნის მიმართ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

ის, ბერლინში სალომე ზურაბიშვილის დიასპორასთან შეხვედრას გამოეხმაურა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცნობილი გერმანიის პარლამენტის წევრი მიხაელ როთი ესწრებოდა.

„როგორ შეიძლება დადებითი შედეგი მოჰყვეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელიმე განცხადებას ან რომელიმე დოკუმენტს. სალომე ზურაბიშვილის მხარეა ნაცმოძრაობის მხარეს, რომელიც პირდაპირ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ადამიანი დაკავებულია პირდაპირ დესტრუქციით. სირცხვილია ბატონი როთის თითოეული გამოსვლა და თითოეული განცხადება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბატონ როთს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, ბარემ იქ არის სალომესთან ერთად, აქაც იყო ჩამოსული, დათმოს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოვიდეს, ვინმე მოუძებნის ან გვარამია ან სააკაშვილი ადგილს სიაში და იყაროს კენჭი პირდაპირ. ეს ნახევრად ხუმრობით და რეალურად ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ასე ღიად, ასე უხეშად, ასე თავხედურად ჯერ აქ მიტინგზე გიდგას, ანტისამთავრობო მიტინგზე. მერე ეკლესიას შეურაცხყოფს, მერე ჩამოდის კიდევ ერთხელ შეურაცხყოფ სახელმწიფოს, მთელს საზოგადოებას და გვმოძღვრავს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის და მათი გარე მფარველების დღის წესრიგი არის აგებული რევოლუციურ სცენარზე – ლევან მაჭავარიანი
Next: “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025