Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯერ მოსაწვევის გაგზავნა და მერე გაუქმება, რა კულტურაზე მეტყველებს ყველამ ვიცით, თუმცა ეგ, ამერიკელი ხალხის პრობლემაა და მათი თავის ტკივილი, დღევანდელი სამარცხვინო ადმინისტრაცია

მარშალ პრესი 25/09/2024
zurab kadagidze

რას ემსახურებოდა ეს უკულტურობა, ერთი პასუხი აქვს – საკუთარი აგენტურული სინდიკატის გადარჩენას, რომელიც ბოლომდე გაიშიფრა საქართველოში და ფაქტობრივად, ორი არჩევანის წინაშე დააყენა გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის შემოქმედნი, ან ლიკვიდაცია გამოაცხადონ ამ ქსელის, ან და არჩევნებში აღმოუჩინონ ისეთი დახმარება, რომელიც პოლიტიკურად გადაარჩენს “ენჯეოკრატებს”,- წერს „ხალხს ძალის წევრი“ ზურაბ ქადაგიძე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრემიერისთვის მიწვევის გაუქმებაზე.

მისივე თქმით, პროცესი სრულად სტერილური გახდა – ერთ მხარეს დგას ქართული საზოგადოება, სოლო, მეორე მხარეს “აგენტოკრატები”, რომელთაც ფორმალურადაც აღარ შესწევთ ძალა, წინასაარჩევნო პროცესში მიიღონ მონაწილეობა და მათ მაგივრად, მათი პატრონები მონაწილეობენ.

„ჯერ მოსაწვევის გაგზავნა და მერე გაუქმება, რა კულტურაზე მეტყველებს ყველამ ვიცით, თუმცა ეგ, ამერიკელი ხალხის პრობლემაა და მათი თავის ტკივილი, დღევანდელი სამარცხვინო ადმინისტრაცია.

რას ემსახურებოდა ეს უკულტურობა, ერთი პასუხი აქვს – საკუთარი აგენტურული სინდიკატის გადარჩენას, რომელიც ბოლომდე გაიშიფრა საქართველოში და ფაქტობრივად, ორი არჩევანის წინაშე დააყენა გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის შემოქმედნი, ან ლიკვიდაცია

გამოაცხადონ ამ ქსელის, ან და არჩევნებში აღმოუჩინონ ისეთი დახმარება, რომელიც პოლიტიკურად გადაარჩენს “ენჯეოკრატებს”, რადიკალებსა და მათ ბენეფიციარ პოლიტიკოსებს!

მოკლედ, პროცესი სრულად სტერილური გახდა – ერთ მხარეს ქართული საზოგადოება დგას და მეორე მხარეს “აგენტოკრატები”, რომელთაც ფორმალურადაც აღარ შესწევთ ძალა, წინასაარჩევნო პროცესში მიიღონ მონაწილეობა და მათ მაგივრად, მათი პატრონები მონაწილეობენ. მეტად შიდა საქმეებში ჩარევა რაღაა, ომს ხომ არ გამოგვიცხადებენ,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ
Next: კარგია რომ მიწვევა გაუქმდა. არ შეიძლება მშვიდობის პოლიტიკის პრემიერი ომის პოლიტიკის პრეზიდენტს სტუმრობდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.