Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ

მარშალ პრესი 25/09/2024
david kartvelishvili

“Мелко, Хоботов, мелко” – ცნობილი საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრიდან ამ ციტატით ვუპასუხებდი ჯო ბაიდენს იმ საცირკო პერფორმანსზე, ძაღლს ძვალს რომ გადაუგდებ, ისე რომ გადაუგდო მან თავის აგენტებს საქართველოში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე მიწვევის გაუქმება თავიდანვე იყო გამიზნული და ამ ნაბიჯით საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციამ, კაპიტულირების აქტი გააფორმა.

“Мелко, Хоботов, мелко” – ცნობილი საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრიდან ამ ციტატით ვუპასუხებდი ჯო ბაიდენს იმ საცირკო პერფორმანსზე, ძაღლს ძვალს რომ გადაუგდებ, ისე რომ გადაუგდო მან თავის აგენტებს საქართველოში. ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირება კი მიმაჩნია საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად.

საკუთარი თავის საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორების” სიიდან ამოღება აშშ-ს ისტორიაში ამ ალბათ ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაციის მხრიდან – დაახლოებით მსგავსი ქმედებით უნდა დაგვირგვინებულიყო. ხოლო ირაკლი კობახიძეს კი ერთდროულად ორ ღირსშესანიშნავ ფაქტს ვულოცავ: პირველი – დაბადების დღეს, დღეგრძელობას, ოჯახურ ბედნიერებას და წინსვლას ვუსურვებ და მეორე – ამ ვახშამზე შესაძლო მოწამვლის გადარჩენას,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ამდენი წელია, აშშ-ის ადმინისტრაცია გვიწოდებს სტრატეგიულ პარტნიორს, ქართველი ხალხისგან სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ, თავისივე მოწვევა გაიწვიეს, რაც არასერიოზულია
Next: ჯერ მოსაწვევის გაგზავნა და მერე გაუქმება, რა კულტურაზე მეტყველებს ყველამ ვიცით, თუმცა ეგ, ამერიკელი ხალხის პრობლემაა და მათი თავის ტკივილი, დღევანდელი სამარცხვინო ადმინისტრაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.