Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კარგია რომ მიწვევა გაუქმდა. არ შეიძლება მშვიდობის პოლიტიკის პრემიერი ომის პოლიტიკის პრეზიდენტს სტუმრობდეს

მარშალ პრესი 25/09/2024
tamar chiburdanidze

არ შეიძლება მშვიდობის პოლიტიკის პრემიერი ომის პოლიტიკის პრეზიდენტს სტუმრობდეს – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. ანალიტიკოსის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეურაცხყოფა არა ქართველ ხალხს, არამედ საკუთარ თავს მიაყენა და უკვე მერამდენედ საკუთარ ღირსებას გადაუარა.

თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, პრემიერის ვიზიტის გაუქმებით აშშ-მ თქვა ის, რომ ბაიდენის ხელისუფლება არ თმობს ომს. ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ შეუცვლელი პარტნიორი არ არსებობს და საქართველოს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, მხოლოდ ამერიკას დააზარალებს.

„თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ შეურაცხყოფა საქართველოს მიაყენა, ცდებიან, მათ საკუთარ ღირსებას გადაუარეს და უკვე მერამდენედ. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პრემიერის გაეროს სესიაზე სიტყვით გამოსვლა, ვიდრე ბაიდენთან პოზიორობა. პირიქით, კარგია, რომ მიწვევა გაუქმდა. არ შეიძლება მშვიდობის პოლიტიკის პრემიერი ომის პოლიტიკის პრეზიდენტს სტუმრობდეს.

ამით ამერიკამ გვითხრა ის, რომ ბაიდენის ხელისუფლება არ თმობს ომს და ყველა, ვინც მშვიდობას იცავს, მიუღებელია მათთვის. სამაგიეროდ, მისაღებია ქართველი ხალხისთვის. ეს პოლიტიკური ტრიუკი ქართული ოპოზიციისთვის იყო გამიზნული, თუმცა, ვერც ეს უშველით. პირიქით, ბაიდენის ადმინისტრაციის უთავმოყვარეო ქმედებამ ქართველი ხალხი აანთო. მუხტი გვინდოდა და მოგვცეს კიდეც. გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს. თუ როგორია შეურაცხყოფილი ქართველი ხალხის პასუხი, ამას 26 ოქტომბერს გაიგებენ. ამერიკის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ შეუცვლელი პარტნიორი არ არსებობს. ეს მხოლოდ მათ დააზარალებს. თუმცა, მანამდე თავად ამერიკელი ხალხი შეცვლის მათ,“- თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ჯერ მოსაწვევის გაგზავნა და მერე გაუქმება, რა კულტურაზე მეტყველებს ყველამ ვიცით, თუმცა ეგ, ამერიკელი ხალხის პრობლემაა და მათი თავის ტკივილი, დღევანდელი სამარცხვინო ადმინისტრაცია
Next: ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, ჯერ რომ დანიშნა შეხვედრა და მერე თავად გააუქმა, შეურაცხყოფა არა ირაკლი კობახიძეს, არამედ ქართველ ხალხსა და საქართველოს მიაყენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.