Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს იმის რესურსი, რომ ამ ქვეყანაში რაიმე ტიპის მღელვარება გამოიწვიოს

მარშალ პრესი 01/06/2022
ლევან იოსელიანი

ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს იმის რესურსი, რომ რაიმე ტიპის მღელვარება გამოიწვიოს ამ ქვეყანაში. ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ მას, როგორც პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ამ მხარდაჭერის ქუჩაში კონვერტაციის და ქუჩაში მღელვარების მოწყობის რესურსი არ აქვს, რაც საბოლოო ჯამში, მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„მეორეს მხრივ, მას აქვს ჯერ კიდევ რესურსი, რომ ისევ შეასრულოს ის როლი, რასაც ასრულებს და რასაც ძალიან კარგად იყენებს „ქართული ოცნება“. ესაა იმ ბუას როლი, რომლის აფრიალებითაც „ოცნება“ ახერხებს, რომ მოახდინოს თავისი მხარდამჭერების მობილიზება. ეს თუ სადღაც არ დამთავრდა, ჩვენ ვიქნებით გაჭედილი გაუგებარ დაპირისპირებაში, სადაც ჩემდა სამწუხაროდ, მერე აღარ არის ადგილი განსხვავებული მოსაზრებების, განსხვავებული პარტიების. ამიტომაც არის, რომ საბოლოოდ ვხედავთ, რომ მხარდაჭერა ამ ორი პარტიის გარდა სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიმართ არის ძალიან დაბალი დაბალი, რაც გამოწვეულია ამ მაღალი პოლარიზაციის და დაპირისპირების ხარისხით რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და რომლის შემცირების ერთადერთ სწორ გზად მე მესახება კონსტიტუციური რეფორმის გატარება, რომელიც გულისხმობს, იმ პირველი მოსმენით მიღებული ვერსიის საბოლოოდ დამტკიცებას, სადაც ბარიერი 2%-მდე უნდა დაიწიოს“, – აღნიშნა იოსელიანმა.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: საუბრების გაცოცხლება მიშელის დოკუმენტის განახლების საჭიროებაზე პოლიტიკური პოპულიზმის მაგალითია
Next: ქეთევან დედოფლის გამზირზე მეორე ეტაპის სამუშაოების განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.