Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საუბრების გაცოცხლება მიშელის დოკუმენტის განახლების საჭიროებაზე პოლიტიკური პოპულიზმის მაგალითია

მარშალ პრესი 01/06/2022
სარჯველაძე

საუბრების გაცოცხლება მიშელის დოკუმენტის განახლების საჭიროებაზე პოლიტიკური პოპულიზმის მაგალითია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„მგონია, რომ ერთგვარი პოლიტიკური პოპულიზმის მაგალითია საუბრების გაცოცხლება მიშელის დოკუმენტის განახლების საჭიროებაზე. იმიტომ, რომ რეალურად თუკი ჩვენ ამ დოკუმენტის შინაარსს გავითვალისწინებთ, მგონია, რომ ცოტა გადაჭარბებული და ხმამაღლა ნათქვამია ამ შემთხვევაში, ამ დოკუმენტში დაბრუნებაზე დისკუსიის გახსნა. ამის თქმის საფუძველს რამდენიმე გარემოება მაძლევს. უპირველესად უნდა ვთქვა, რომ თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ შინაარსს, რომელიც ამ დოკუმენტს ჰქონდა, უმჯობესია საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან საგნობრივ მცდელობაზე გადავიდეთ იმ რეფორმებზე, რომლის საჭიროებასაც ხაზს უსვამდა ეს დოკუმენტი. არამც და არამც ამ დოკუმენტიდან გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი რომელიმე მიმართულებით რეფორმების განხორციელების საჭიროებაზე, მაგრამ თვითონ პოლიტიკური მნიშვნელობა ამ დოკუმენტისა არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში მისი აქტუალობა კვლავ ძალაშია“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: ლევან იოსელიანი: ჩემი აზრით, ასოცირებულ ტრიოში საქართველო უფრო მოწინავე ქვეყანაა
Next: „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს იმის რესურსი, რომ ამ ქვეყანაში რაიმე ტიპის მღელვარება გამოიწვიოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.