Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ჩემი აზრით, ასოცირებულ ტრიოში საქართველო უფრო მოწინავე ქვეყანაა

მარშალ პრესი 01/06/2022
ლევან იოსელიანი

ჩემი აზრით, ასოცირებულ ტრიოში საქართველო მაინც უფრო მოწინავე ქვეყანაა, თუნდაც ასოცირების დღის წესრიგის შეთანხმების თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირში გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით უნდა იყოს მიღებული, საქართველოს ამ კონტექსტიდან ამოგდება უსამართლობა იქნება.

„დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაორდინალური სიტუაცია, როდესაც გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული ამ სამი ქვეყნის მიმართ უკრაინის გამო და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავის თავში მოიაზრებს ასევე შესაძლებლობას, რომ თვალი იქნას დახუჭული იმ შეუმდგარ რეფორმებზე, დემოკრატიის იმ დაბალ სტანდარტზე, რაც სამივე ქვეყნას მეტ-ნაკლებად ახასიათებს

ჩემი აზრით, სამივე ქვეყანაში საქართველო მაინც უფრო მოწინავე ქვეყანაა, თუნდაც ასოცირების დღის წესრიგის შეთანხმების თვალსაზრისით და ამიტომ თუ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით უნდა იყოს მიღებული, საქართველოს ამ კონტექსტიდან ამოგდება იქნება უსამართლობა, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რა განწყობაც არის ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

Post navigation

Previous: 15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე ბრალი არასრულწლოვანს წარუდგინეს
Next: მიხეილ სარჯველაძე: საუბრების გაცოცხლება მიშელის დოკუმენტის განახლების საჭიროებაზე პოლიტიკური პოპულიზმის მაგალითია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.