Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპის სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის სურვილს

მარშალ პრესი 01/06/2022
შალვა პაპუაშვილი

პატრონაჟი და პროტექცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან სააკაშვილის მხრიდან, არ არის ევროპული ღირებულება, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ, სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას. დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, დასცინეს მის ოჯახის, დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს, დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას, კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროტექცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან სააკაშვილის მხრიდან, არ არის ევროპული ღირებულება, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება. ამიტომ ამ კუთხით მძიმე სურათია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, თუ უნდათ, ზედ დაახატონ და დააწერონ მიხეილ სააკაშვილის სახელი
Next: მოდით და პირდაპირ ვთქვათ ის მიზეზები, რის გამოც დაიწყო გავეშებული თავდასხმა ერეკლე მეორეზე – გია გაბრიჭიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.