Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, თუ უნდათ, ზედ დაახატონ და დააწერონ მიხეილ სააკაშვილის სახელი

მარშალ პრესი 01/06/2022
სოზარ სუბარი

ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, ზედ დაახატონ და დააწერონ თუ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სახელი – სააკაშვილი არის უბოროტესი დამნაშავე იმ დამნაშავეთა შორის, რომლებიც ქართულ ციხეებში იხდიან სასჯელს და ძალიან ცუდია, რომ ამას ვერ ხედავენ მისი ევროპელი თანამებრძოლები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც EPP- ის გუშინდელ ყრილობას და იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი.

მისივე თქმით, EPP-ის განცხადებები ახსოვს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებითაც, მაგრამ ყველა არასწორ პოლიტიკურ განცხადებას სტრასბურგის სასამართლომ ცივი წყალი გადაასხა და ასე მოხდება ახლაც.

„მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის იქ, სადაც მიუსაჯა მას სამართლიანმა სასამართლომ. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ამისთვის არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც ერთხელ უკვე უთხრა უარი სააკაშვილს, განეხილა საკითხი, რომელიც მის მიმართ თითქოს უღირს მოპყრობას ეხებოდა. ცარიელი სკამი დარჩება ცარიელ სკამად, ზედ დაახატონ და დააწერონ თუ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სახელი, ძალიან დიდხანს მოუწევს ამ სკამს ცარიელად ყოფნა და ყველაზე მტკივნეული რაც იყო, იმ დროს, როცა საქართველო, ქართველი ხალხი ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, EPP ერთ სიტყვასაც არ ახსენებს სტატუსთან დაკავშირებით. ნათლად გამოჩნდა, რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, როცა ევროპაში დადის. ძალიან ცუდია, რომ EPP ნაცვლად მხარდაჭერისა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით საპირისპიროს აკეთებს.

„მსგავსი დანაშაული და დანაშაულების ის კასკადი, რაც მან ჩაიდინა, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ჩადენილი – ადამიანებზე თავდასხმა, ქუჩაში დახვრეტა, სიკვდილამდე მიყვანა დეპუტატების – ასეთ პირდაპირ ბრძანებებს აძლევდა. სააკაშვილი არის უბოროტესი დამნაშავე იმ დამნაშავეთა შორის, რომელიც ქართულ ციხეებში იხდის სასჯელს და ძალიან ცუდია, რომ ამას ვერ ხედავენ მისი ევროპელი თანამებრძოლები,“ – განაცხადა სუბარმა.

Continue Reading

Previous: ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია – თბილისის მერიის განცხადება
Next: ევროპის სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის სურვილს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025