Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

მარშალ პრესი 06/09/2024
irakli kobakhidze

საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე, ის ფაქტი, რომ ფორმალურად ჩამოვრჩებით, ნახევარი ნაბიჯით, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, არის სრული უსამართლობა.

„ყველამ იცის, რომ საქართველო არaის გამოკვეთილი ლიდერი, ყველა თვალსაზრისით, კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ზრდა თუ ნებისმიერი სხვა სფერო. საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ფორმალურად ჩამოვრჩებით, ნახევარი ნაბიჯით, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, არის სრული უსამართლობა.

მე დარწმუნებული ვარ,  როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება მომავალ წელს, ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობაც აღდგება. საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, ყველა კუთხით საქართველო იქნება ნომერ პირველი ქვეყანა 2030 წელსაც იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს
Next: ევროპა ნიშნავს სწორედ რომ ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.