Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპა ნიშნავს სწორედ რომ ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი

მარშალ პრესი 06/09/2024
irakli kobakhidze

როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ჩინოსანი გამოდის და აკრიტიკებს კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ეს არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპა ნიშნავს ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

„ეს კრიტიკა არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ჩინოსანი გამოდის და აკრიტიკებს კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, არავითარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ პროპაგანდის, ფსევდო ლიბერალური პროპაგანდის შეზღუდვაზე. როდესაც ასეთ კანონპროექტთან დაკავშირებით ისმის შეშფოთება, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან, ეს არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი. ჩვენთვის ევროპა ნიშნავს სწორედ რომ ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
Next: საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში – ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა “გადაახიო” თავზე საერთაშორისო თუ ადგილობრივ თაღლითებს, მათი აბსურდული ბრალდებები!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.