Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს

მარშალ პრესი 06/09/2024
irakli kobakhidze

რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტის მთავარი მიზეზი არის ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რადგან მათ აქვთ დაკვეთა, რომ ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

„ბოიკოტის მთავარი მიზეზი არის ის სწორედ ეს კანონპროექტი, მათ არ სურთ, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას. მათ აქვთ დაკვეთა, რომ ასეთ კანონს მხარი არ დაუჭირონ, მათ პირიქით ხელი უნდა შეუწყონ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას. ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და ეს არის რეფერენდუმი მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რას აირჩევს ქართული საზოგადოება, აირჩევს ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ლგბტ პროპაგანდას, თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს. რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: შემაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში
Next: საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.