Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კურსი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, აღარ შეიცვლება და განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ მოგიწევთ შეგუება ერთ მარტივ ჭეშმარიტებასთან – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი

მარშალ პრესი 04/09/2024
zurab kadagidze

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას”.

ქადაგიძის განცხადებით, კურსი რომელსაც ხელისუფლება ატარებს, ევროკავშირის შეშფოთების მიუხედავად, აღარ შეიცვლება და განსაკუთრებით, 26 ოქტომბრის შემდეგ მათ შეგუება მოუწევთ იმ ფაქტთან, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ხელისუფლების წყარო კი ქართველი ხალხია.

“ბატონო პიტერ! საქართველოს ხელისუფლებამ გადახედა, აწონ-დაწონა, საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება! ახლა გინდა შეშფოთდით და გინდა გადაირიეთ, კურსი რომელსაც ხელისუფლება ატარებს აღარ შეიცვლება და განსაკუთრებით, 26 ოქტომბრის შემდეგ მოგიწევთ შეგუება, ერთ მარტივ ჭეშმარიტებასთან – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ყოველთვის ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს. თქვენ, ჯობია საკუთარი ლეგიტიმაციის საკითხები მოაგვაროთ და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას შეეშვათ!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დეპუტატებს ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გახმაურებისკენ მოუწოდა, თუმცა თავად საკუთარი ქმრის ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დამალა
Next: ლაშა ბაქრაძის ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.