Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დეპუტატებს ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გახმაურებისკენ მოუწოდა, თუმცა თავად საკუთარი ქმრის ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დამალა

მარშალ პრესი 04/09/2024
roberta metsola

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დეპუტატებს ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გახმაურებისკენ მოუწოდა, თუმცა თავად საკუთარი ქმრის უკო მეცოლას ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დამალა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, მეცოლას მეუღლე ევროკავშირში მთავარი ლობისტია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუიზო კომპანიის Royal Carribean Group-ის ინტერესებს ატარებს.

როგორც Politico აღნიშნავს, მეცოლა თავად უჭერდა მხარს ევროპარლამენტში ახალი „ეთიკის კოდექსის“ მიღებას, რომლის თანახმადაც პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გააჟღერონ.

თუმცა, როგორც ჩანს, თავად მეცოლა ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა. კომპანია, რომელზეც მისი მეუღლე მუშაობს, მაიამიში მდებარეობს და მსოფლიოში სიდიდით მეორე საკრუიზო კომპანიად და გარემოს ერთ-ერთ მთავარ დამბინძურებლად ითვლება.

როგორც Politico წერს, ამის მიუხედავად, უკო მეცოლას სამსახური ევროკავშირისთვის „მეტწილად შეუმჩნეველი დარჩა“, თუმცა მის ერთ-ერთ სფეროდ ევროკავშირის კლიმატის დაცვაზე ორიენტირებულ კანონებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს, რომლებსაც „საბოლოო ჯამში მისი ცოლი აწერს ხელს“.

„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი მეცოლა შესაბამისი დეკლარაციის შევსებისგან თავისუფლდება“, – ციტირებს გამოცემა ორგანიზაცია Transperency International EU-ს ხელმძღვანელს ნიკოლას აიოსას.

მისი თქმით, ევროპარლამენტის თითოეული წევრი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე მონაწილეობას იღებს ისეთ საქმიანობაში, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე ზეგავლენას ახდენს.

Post navigation

Previous: ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდნენ, ე.წ არასამთავრობოები, როდესაც ორ სექტემბერს არ დარეგისტრირდნენ რეესტრში, 26 ოქტომბრის შემდეგ, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში მათ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ეთანამშრომლება
Next: კურსი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, აღარ შეიცვლება და განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ მოგიწევთ შეგუება ერთ მარტივ ჭეშმარიტებასთან – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.