Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლაშა ბაქრაძის ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს

მარშალ პრესი 04/09/2024
GIA VOLSKI

ლაშა ბაქრაძის ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, თუ არ იტყვის, რომ შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.

„ლაშა ბაქრაძეს საქართველოს ისტორიისთვის იმდენად კარგი მამა ჰყავდა, ვის ხელშიც გაიზარდა, რასაკვირველია, მისგან ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, მაგრამ ამასაც გარკვეული მიზანი გააჩნია. თუ არ იტყვის, რომ შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს და სამწუხარო იქნება, რადგან მამამისი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თავისი ინტელექტით და თავისი დამოკიდებულებით ქალების მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: კურსი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, აღარ შეიცვლება და განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ მოგიწევთ შეგუება ერთ მარტივ ჭეშმარიტებასთან – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი
Next: ვაპირებთ, მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლი კიდევ უფრო განვამტკიცოთ, ასევე, წარმატებით უნდა დავიცვათ ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები, ათასობით და ათიათასობით მოქალაქე გვყავს, რომელთაც საკუთარი მყარი რწმენა აქვთ და სახელმწიფოებრიობას, ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.