Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოსთან “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმში მყოფ ქვეყანაში გახსნილია ორი დამატებითი ანტიქართული მართვის ცენტრი, საიდანაც ერთი – ქვეყანაში მყოფი ოპოზიციის მომხრე რუსეთის დესტრუქციულ მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით შეიქმნა

მარშალ პრესი 04/09/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე ისაუბრა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ქართველიშვილი წერს, რომ საქართველოსთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში მყოფ ქვეყანაში ორი ანტიქართული მართვის ცენტრი გაიხსნა და განმარტავს, რომ უცხო ქვეყანაში არსებული „ანტიქართული მართვის ცენტრებიდან“ ერთ-ერთი საქართველოში მყოფი ოპოზიციის მომხრე რუსეთის მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით შეიქმნა.

დავით ქართველიშვილის თქმით, გადაუმოწმებელი ინფორმაციით ამ შტაბს ილია პონომორიოვი ხელმძღვანელობს.

„რაღაცაში დარწმუნებული ვარ, რაღაც კი უბრალოდ ვიცი – ქვეყნის შესაბამისი სამსახურები ფხიზლად არიან და თავის საქმეს სამუშაო-პროფესიულ დონეზე უძღვებიან.

ასე მაგალითად, საქართველოსთან “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმში მყოფ ქვეყანაში გახსნილია ორი დამატებითი ანტიქართული მართვის ცენტრი. ერთ-ერთი მათგანი ქვეყანაში მყოფ ოპოზიციის მომხრე რუსეთის დესტრუქციულ მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ამ შტაბს რუსეთიდან გაქცეული და კიევში მცხოვრები ოპოზიციონერი ილია პონომარიოვი პირადად ხელმძღვანელობს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო, საქართველოდან გაძევებული იქნა 133 უცხო ქვეყნის მოქალაქე. იმედია ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.“- წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მიზნით ღიაა- რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება
Next: დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, დაინტერესებულია, ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში, ერთადერთი, ვინც გარანტირებულად არ არის ამით დაინტერესებული, არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025