Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მიზნით ღიაა- რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება

მარშალ პრესი 04/09/2024
tamta megrelishvili

„კანვასი – რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, კანვასი ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა – რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა და ამ პროცესში მისი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდებია.

„კანვასი – რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა!

ბელორუსია, ირანი და ვენესუელა ორგანიზაცია “კანვასს” რევოლუციების ექსპორტ-იმპორტში პირდაპირ ადანაშაულებს. თავის მხრივ “კანვასი” არ უარყოფს, რომ მისი საქმიანობა “არაძალადობრივ რევოლუციებს” უკავშირდება, თუმცა მის ექსპორტს სხვა ქვეყნიდან ადასტურებს.

2011 წელს ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა გატეხა ამერიკული სადაზვერვო სპეცსამსახურის Stratfor-ის კომპიუტერული ქსელი და “კანვასსა” და მათ შორის პირდაპირი კავშირის ამსახველი დოკუმენტაცია (მიმოწერა) WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა.
ამით კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა “კანვასის”, როგორც ორგანიზაციის მიზანსა და მისიას დაგეგმოს და აწარმოოს რევოლუციური პროცესები ამის დამკვეთ ქვეყნებში.

რომ იცოდეთ “კანვასი” ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში‼️

კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იკითხება და იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა – რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა, ამ პროცესში კი მთავარი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდები არიან,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე
Next: საქართველოსთან “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმში მყოფ ქვეყანაში გახსნილია ორი დამატებითი ანტიქართული მართვის ცენტრი, საიდანაც ერთი – ქვეყანაში მყოფი ოპოზიციის მომხრე რუსეთის დესტრუქციულ მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით შეიქმნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.