Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, დაინტერესებულია, ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში, ერთადერთი, ვინც გარანტირებულად არ არის ამით დაინტერესებული, არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება

მარშალ პრესი 04/09/2024
mamuka mdinaradze

„ყველა, ვინც სახელმწიფოს ჩამოშლით არის საქართველოში დაინტერესებული. ერთადერთი, ვინც გარანტირებულად არ არის ამით დაინტერესებული, ეს არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული და მისი ნების აღმსრულებელი საქართველოს ხელისუფლება“- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვინ არის დაინტერესებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, საქართველოში არეულობით დაინტერესებულია „ძალიან ბევრი, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახური, „გლობალური ომის პარტიის“ რომელიმე აგენტი და ა.შ.“

„თეორიული დაშვებები შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა დიდი უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, ასევე დაინტერესებულია ამ საკითხებით, რომ ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ამით არის დაინტერესებული“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: საქართველოსთან “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმში მყოფ ქვეყანაში გახსნილია ორი დამატებითი ანტიქართული მართვის ცენტრი, საიდანაც ერთი – ქვეყანაში მყოფი ოპოზიციის მომხრე რუსეთის დესტრუქციულ მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით შეიქმნა
Next: ცესკოსა და საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების მზაობა დიდია, ნდობა – გამართლებულია და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ამომრჩევლის ნება გარანტირებულად იქნება დაცული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.