Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთელი ამ წლების განმავლობაში როდესაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ნაბიჯ–ნაბიჯ ეს ქვეყანა მიდის ევროკავშირისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ

მარშალ პრესი 03/09/2024
mamuka mdinaradze

მთელი ამ წლების განმავლობაში როდესაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ნაბიჯ–ნაბიჯ ეს ქვეყანა მიდის ევროკავშირისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. ყველა ნაბიჯი დაწყებული ასოცირების შეთანხმებით, გაგრძელებული ვიზალიბერალიზაციით და კანდიდატის სტატუსით, ბოლოს მიდის ევროპისკენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„ერთადერთი რაც არ ვქენით, არ ჩავერთეთ ომში და არ დავაწესეთ სანქციები. თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ ეს არის ევროინტეგრაციის საფუძველი, ჩვენ ევროინტეგრაციის საფუძვლად ღირსებას, მშვიდობას და კეთილდღეობას მივიჩნევთ და არა ომში ჩართვას და სანქციების დაწესებას.

ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ევროპულ ოჯახში და მის წევრად მოვხვდეთ. აქედან გამომდინარე თქვენ თუ გულისხმობთ შეფერხების საფუძვლად ომში ჩართვას და სანქციების დაწესებას, ამას არ გავაკეთებთ.

რაც შეეხება კანონს, ეს არის ქართული კანონი. შეუძლებელია ამერიკული კანონის პრაქტიკულმა ანალოგმა, გაცილებით რბილმა და ლოიალურმა ვერსიამ, კანონმა, რომელიც ამის შემდეგ იქნა მიღებული კანადასა და საფრანგეთში, შეუძლებელია შეაფერხოს ევროინტეგრაცია. პირიქით, გამჭვირვალობა არ შეიძლება იყოს ევროპულობის საწინააღმდეგო.

თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ გამჭვირვალობა არის ანტიევროპული, ეს არის შეცდომა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

Continue Reading

Previous: ყველა დამპყრობელი ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად ორ-სამ თაობაში შეუძლია ამის წაშლა ლგბტ პროპაგანდას
Next: ოპოზიციას უნდოდა ამნისტიის კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა, მაგრამ სინამდვილეში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს დაემალნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025