Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი: კარგად გვესმის, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, რომელიც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის, მაგრამ მე ასევე მესმის საქართველოს და მოლდოვას ამბიციები

მარშალ პრესი 31/05/2022
ანდრეი პლენკოვიჩი

კარგად გვესმის რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, რომელიც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის,მაგრამ მე ასევე მესმის საქართველოს და მოლდოვას ამბიციები, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, დებატებზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს, თუმცა, ამ ეტაპზე ჯერჯერობით კონსესუსი არ მიღწეულა.

„უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ წარმოადგინეს აპლიკაციები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა ველოდებით ევროკომისიის მოსაზრებებს. ასე მიდის პროცესი – ჯერ ქვეყანამ უნდა გააკეთოს განაცხადი, საბჭო კომისიას მიმართავს და კომისია ადგენს კითხვარს, იღებს პასუხებს და რეკომენდაციების მომზადებას იწყებს. კომისიის მოსაზრებების გაცნობის შემდეგ გვექნება დებატები ივნისში. ხორვატია ზოგადად მხარს უჭერს ევროპულ მისწრაფებებს და ეს პირველ რიგში ეხება ჩვენს მეზობლებს, მაგრამ ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე სამი ქვეყნის მისწრაფებას. ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ შევეხეთ დებატებზე ამ თემას. ვერ ვიტყვი რომ კონსენსუსია ამ ეტაპზე. მე, როგორც ხორვატიის პრემიერი და იმ ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომელიც ევროკავშირში ბოლოს შევიდა, ვამბობ, რომ ვიცით რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი, ვიცით რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს კანდიდატის სტატუსი. პირველ რიგში, კარგად გვესმის რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, რომელიც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის, მაგრამ მე ასევე მესმის საქართველოს და მოლდოვას ამბიციები“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა,

Continue Reading

Previous: ლევან დავითაშვილი: დამოუკიდებლობის აღიარების პირველივე დღიდან გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს, მათ შორის დონორული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელების კუთხით
Next: დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციაზე: ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრიორიტეტები არეულია, იქნებ წმინდა მიწასთან მიახლებამ ჩვენს აზროვნებასაც უშველოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025