Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: დამოუკიდებლობის აღიარების პირველივე დღიდან გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს, მათ შორის დონორული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელების კუთხით

მარშალ პრესი 31/05/2022
ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ფორუმში და გერმანული ბიზნესის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. ფორუმში ასევე მონაწილეობდა გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო – გერმანიის განსაკუთრებულ ურთიერთობებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ დონეზე. მისი თქმით, გერმანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„გერმანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და ასევე პირველი სახელმწიფოა, რომლის საელჩოც თბილისში გაიხსნა. დამოუკიდებლობის აღიარების პირველივე დღიდან ჩვენ გვაქვს გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მათ შორის დონორული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებიც ძალიან ეფექტიანად მიმდინარეობს,“ – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია.

„საქართველოს ეკონომიკას აქვს შოკების მიმართ საკმაოდ მაღალი მედეგობა. აქედან გამომდინარე, ბიზნესგარემო, კლიმატი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის არის საკმაოდ ხელსაყრელი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანული ბიზნესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. დღეისთვის გერმანიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით დაახლოებით 500 მლნ ევროა ინვესტირებული“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ფორუმზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც ქმნიან ინვესტირების ახალ შესაძლებლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ისეთ დარგებზე, როგორიცაა სხვადასხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოება, გადამამუშავებელი და ტექნოლოგიური სექტორი, ენერგეტიკა და საავტომობილო და საავიაციო ნაწილების წარმოება.

Post navigation

Previous: ლაშა ხუციშვილი: საქართველოსთვის ნამდვილად საამაყოა ის, თუ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით
Next: ხორვატიის პრემიერ-მინისტრი: კარგად გვესმის, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, რომელიც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის, მაგრამ მე ასევე მესმის საქართველოს და მოლდოვას ამბიციები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.