Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციაზე: ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრიორიტეტები არეულია, იქნებ წმინდა მიწასთან მიახლებამ ჩვენს აზროვნებასაც უშველოს

მარშალ პრესი 31/05/2022
ანდრია ჯაღმაიძე

ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრიორიტეტები არეულია, იქნებ წმინდა მიწასთან მიახლებამ ჩვენს აზროვნებასაც უშველოს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„იქნებ წმინდა მიწასთან მიახლებამ ჩვენს აზროვნებასაც უშველოს. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრიორიტეტები არეულია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეფასებები, ჩვენი საზოგადოება ძალიან მძაფრად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში თუმცა, ყველაფერი ფუჭდება, როდესაც პრიორიტეტები ირევა. რა არის უფრო მთავარი, სიწმინდეზე ფიქრი, ჩვენს ისტორიაზე, ის, რომ საქართველომ რაღაც შეიძინა. თუ აუცილებლად უნდა შევაფასოთ ის, რომ რამდენად გვაწყობს პოლიტიკურად, როდესაც ჩვენთვის არასასურველი ადამიანების ხელით კეთდება რაიმე სიკეთე. ამ პრიორიტეტების აღრევა ზოგადად, ძალიან უცნაური რამ არის, ისეთი დიდი ისტორიის მქონე ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. როდესაც გარეჯის კომპლექსის ნაწილის დაბრუნებასთან იყო დაკავშირებული, ჩვენ ვნახეთ საზოგადოებრივი მსჯელობები. მაშინ ამ ადამიანებს ეკავათ პოზიცია, რომ გარეჯი ჩვენი არ არის და ეს არის პატრიოტიზმი. ახლა, როდესაც მიწას გადმოსცემენ საქართველოს, მათი პოზიციაა, რომ უმნიშვნელო პოლიტიკური თუ ტურიზმის დონეზე დაყვანილი ფაქტია და ზოგიერთ ადამიანს არც გაემტყუნება იმიტომ, რომ მატერიალურის იქით არაფერ საკრალურს არ ხედავს. იქნებ ამ წმინდა მიწასთან მიახლებამ, ჩართულობამ ამ პროცესში, რომელიც ჩვენს უძველეს ისტორიასა და რელიგიურ კულტურას უკავშირდება, შეამციროს ალბათობა, რომ მსგავსი აზროვნების ადამიანები გვყავდეს ქვეყანაში“,- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

Continue Reading

Previous: ხორვატიის პრემიერ-მინისტრი: კარგად გვესმის, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, რომელიც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის, მაგრამ მე ასევე მესმის საქართველოს და მოლდოვას ამბიციები
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის უდიდესი პატივია მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025