Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ და ვიყოთ კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული

მარშალ პრესი 31/08/2024
kakha kaladze

„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ სამშვიდობო კურსის შენარჩუნებაა, რაც მმართველ გუნდს გააჩნია.

„მშვიდობიანობის ჟამს ბევრს ამ ღირებულების ფასი შეიძლება ნაკლებად გვესმოდა, მაგრამ მრავალჭირნახულმა გურულმა ხალხმა ზუსტად იცოდა, რომ მშვიდობა განსაკუთრებული ღირებულებაა. დღეს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ქარტეხილში, რომლის შუაგულშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, ამ ღირებულებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქართველებს ომისაც არასდროს შეგვშინებია და სადაც საომარი იყო ყოველთვის თავს ვწირავდით სამშობლოსთვის, მაგრამ ნამდვილი ქართველი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, არასდროს გაწირავს საკუთარ სამშობლოს ვიღაცის გეოპოლიტიკური ან საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის,”- აღნიშნა კახა კალაძემ ოზურგეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ისტორიის მანძილზე, ყოველთვის, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა, საქართველოს მოსახლეობა ერთ მუშტად შეკრული აკეთებდა საერთო საქმეს.

„დღესაც ეს ჟამი დგას, მეგობრებო. ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ, კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული. დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი წინაპრები, ისე ჩვენც შევძლებთ გაერთიანებას და ქუდზე კაცი გამოვა ამ არჩევნებზე, მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. დიახ, მოცემულ მომენტში არჩევანი ასეთია – ან ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, იმარჯვებს ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ან, გულწრფელად გეტყვით, სხვა ან არ არსებობს,”- განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

Post navigation

Previous: ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტმა დიმიტრი სამხარაძეს და მის შვილს შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)
Next: საბოლოოდ, ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა ჩაიშლება ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და სწორედ ავტორიტარიზმის ფესტივალის დაბრუნებას ეტყვის უარს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.