Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტმა დიმიტრი სამხარაძეს და მის შვილს შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

მარშალ პრესი 31/08/2024
505

ტვ პირველის ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ, “ქართული ოცნების” რეგიონალურ მდივან დიმიტრი სამხარაძეს და მის შვილს შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც მათ მონები ეძახა, მის შვილს კი უთხრა, რომ “უნდა უტყდებოდეს, ასეთი მამა რომ ჰყავს”.

ვიდეომასალას დიმიტრი სამხარაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში და წერს:

“დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად სამარცხვინო, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ამორალურ არარაობებთან გვაქვს საქმე.

დღეს, იმერეთის რეგიონში ყოფნისას, მე და ჩემი ოჯახის წევრებს ერთი ამაზრზენი ამბავი გადაგვხდა თავს. ეს ისტორია კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის მთელ იმ სიბინძურეს, რისი მოწმეც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ვხდებით.

ამ ინციდენტის შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ვფიქრობ, ამას ახსნაც არ სჭირდება:

ე.წ. ჟურნალისტმა ჯერ პირადად მე მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ჩემ შვილს მიუბრუნდა სიტყვებით – „დიმიტრი სამხარაძის მონა რომ ხარ ცოტა სირცხვილია!“

მას მერე, რაც „ჟურნალისტმა“ გაიგო, რომ ჩემ შვილს მიმართავდა, მოაყოლა – „შვილი თუა, უნდა უტყდებოდეს ასეთი მამა რომ ჰყავს“.

ზრდილობას და ადამიანობას თავი რომ დავანებოთ, ამ ხალხისთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი, რადგან ადამიანობის ფსკერს მიღმა არიან და სწორედ ეს ლიბერალური ფაშიზმი უნდათ რომ ჩვენს ხალხს მოახვიონ თავს!
ამ ყველაფერზე 26 ოქტომბერს მიიღებთ პოლიტიკურ პასუხს”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

Post navigation

Previous: ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით – ეკონომიკის ზრდით დაწყებული, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით დამთავრებული
Next: ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ და ვიყოთ კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.