Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საბოლოოდ, ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა ჩაიშლება ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და სწორედ ავტორიტარიზმის ფესტივალის დაბრუნებას ეტყვის უარს

მარშალ პრესი 01/09/2024
irakli kobakhidze

ავტორიტარიზმის ფესტივალი ჩაიშალა და რაც მთავარია, საბოლოოდ, ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა ჩაიშლება ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და სწორედ ავტორიტარიზმის ფესტივალის დაბრუნებას ეტყვის უარს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში იყო ავტორიტარიზმის ფესტივალი 9 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით და ქვეყანაში ავტორიტარიზმის ფესტივალს ვერავინ ვერ დააბრუნებს.

„ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ უცხოური დაფინანსებით ტარდებოდა ეს ფესტივალი, ეს იყო დანიური დაფინანსება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ვიღაც გარედან ცდილობს ასე უხეშად ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში. ეს არის უკიდურესად მიუღებელი და მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა მოხვდეს საარჩევნო ანგარიშებში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ და ვიყოთ კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული
Next: არც “სირცხვილიას” მიმართ წაყრუებით წახალისებულ ვანდალიზმზე იგრძნობს ვინმე პასუხისმგებლობას. არადა, წესით, კეთილსინდისიერი დონორი თავისი ხელით გაწმენდდა პარლამენტის კედელს. თუმცა ამას ევროპელობა სჭირდება. ისეთი, როგორიც ქართველები ვართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.