Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პარლამენტის შენობა საღებავით დააზიანეს – წარწერის ავტორები, „სირცხვილიას“ აქტივისტები ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დაჯარიმდნენ

მარშალ პრესი 31/08/2024
ba93ea6a-c4f5-40cc-b60d-b3c7c804e70c

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარლამენტის შენობაზე წარწერების ავტორები, ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დააჯარიმა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სამხარაძეს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ტატიაშვილს – 2000 ლარის ოდენობით დაეკისრა.

ლექსო სამხარაძემ, პარლამენტის შენობაზე წარწერის გაკეთების შემდეგ, სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ფაქტის ამსახველი ფოტო და დაწერა: „100 წლის თავზე, ქართველი ხალხის უმეტესობა ისევ აჯანყებულია და ამ აჯანყების შედეგი, არჩევნებში კოლაბორანტი ხელისუფლების მოშორება იქნება. გაუმარჯოს აჯანყებულებს.“

ცნობისთვის, სამხარაძემ რამდენიმე თვის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, “ხალხის ძალის” ერთ-ერთ ლიდერს, ვიქტორ ჯაფარიძეს, რადგან მან “გამჭვირვალობის კანონს” მხარი დაუჭირა.

Post navigation

Previous: მოძრაობა “სირცხვილია” „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირდება
Next: არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს ,,მეათასეჯერ”. იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.