Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოძრაობა “სირცხვილია” „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირდება

მარშალ პრესი 30/08/2024
sircxvilia

მოძრაობა „სირცხვილია“ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დარეგისტრირდებიან „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“.

როგორც „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, კანონის ახალი რედაქციით “აგენტის” სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია.

„რეგისტრაცია გადაწყვიტეთ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის მიზნები, რაც დასახული გვაქვს, მაგალითად გვიახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მას შევხვდეთ მზად და ეს გულისხმობს, მათ შორის, შევინარჩუნოთ არსებული ორგანიზაცია და არსებული რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა და არ გადავიხადოთ ეს ჯარიმა ხელისუფლების სასარგებლოდ“, – აღნიშნავს გიორგი მჟავანაძე.

ასევე ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ თითოეულმა ორგანიზაციამ გადაწყვეტილება დარეგისტრირება არ-დარეგისტრირების შესახებ უნდა მიიღოს იმის მიხედვით, თუ რა არის საუკეთესო მათი მისიისთვის და მიზნებისთვის.

Post navigation

Previous: საჯარო რეესტრი მხოლოდ წერილობით აცნობებს ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესის დაწყების შესახებ და არ მიაკითხავს მათ ოფისში – დავით დევიძე გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებაზე
Next: პარლამენტის შენობა საღებავით დააზიანეს – წარწერის ავტორები, „სირცხვილიას“ აქტივისტები ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დაჯარიმდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.