Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს ,,მეათასეჯერ”. იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ

მარშალ პრესი 31/08/2024
maia bitadze

ჩვენი, “ქართული ოცნების” შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე “მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის ძველ და ახალ განცხადებებს, სადაც წარსულში ის ამბობს, რომ “გამჭვირვალობის კანონის” საჭიროება არ არსებობს, ახლა კი ამბობს, რომ არ ასაჯაროებს შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას, რადგან იმ პირობით სწირავდნენ ეს ადამიანები თანხას, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

“არჩევნებს იცით რატომ წააგებთ, იმიტომ რომ სიცრუე, სიყალბე, ადამიანის ბულინგი და სტიგმატიზაცია თქვენი ცხოვრების წესია. მათ შორის, ერთმანეთის ლანძღვას და ბულინგს არ ერიდებით. ჩვენი, ქართული ოცნების, შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ.

არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს ,,მეათასეჯერ” და ვინმეს მაინც ცოტა თუ დაავიწყდება, ყოველთვის არსებობს ასეთი სამარცხვინო მედია არქივი”, – წერს მაია ბითაძე.

Post navigation

Previous: პარლამენტის შენობა საღებავით დააზიანეს – წარწერის ავტორები, „სირცხვილიას“ აქტივისტები ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დაჯარიმდნენ
Next: უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.