Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საჯარო რეესტრი მხოლოდ წერილობით აცნობებს ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესის დაწყების შესახებ და არ მიაკითხავს მათ ოფისში – დავით დევიძე გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებაზე

მარშალ პრესი 30/08/2024
david-devidze

„მონიტორინგი გულისხმობს რომ განისაზღვროს ის სუბიექტები რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმს, რომ 20% ზე მეტი შემოსავალი არის მათთვის უცხოელი ძალის მიერ ჩარიცხული. ამ ორგანიზაციებს ევალებათ პირველ რიგში დეკლარირების ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება/დგება მონიტორინგის წესი”-  განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ მედიასთან საუბრისას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საკონსტიტუციო განხილვაზე

“მონიტორინგი გულისხმობს რომ უნდა გაირკვეს სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე არიან თუ არა ისეთი ორგანიზაციები რომლებმაც თავი აარიდეს კანონით დადგენილი წესების შესრულებას და არ რეგისტრირდებიან შესაბამ რეესტრში. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობობს წესი როგორ უნდა მოხდეს. ანუ როდესაც მაგალითად თვითდეკლარირებას ეწევიან ორგანიზაციები. მაგალითად არის მედიაორგანიზაციები, რომლებსაც ასევე აქვთ თავიანთ ვებგვერდზე გამოქვეყნებული რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში, ბუნებრივია ესეც არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული წყარო, ინფორმაცია რომლის მიხედვითაც შეიძლება საჯარო რეესტრის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა იხელმძღვანელოს და ამითაც მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.

ისმებოდა საკითხი, რომ საჯარო რეესტრი შევა თუ არა მათ ოფისებში და ეს არ მოხდება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა, პირველ რიგში მას მივაწვდით ინფორმაციას რომ დაიწყო მონიტორინგის პროცესი. შემდეგ მათ ექნებათ ვალდებულება რომ წარმოუდგინონ საჯარო რეესტრს ინფორმაცია, შეავსონ საფინანსო დეკლარაცია, შემდეგ შეგვიძლია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოვითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შევაგროვებთ შესაბამის ინფორმაციას. მაგალითად ბანკები, საიდანაც შეიძლება გავიგოთ საფინანსო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, წყაროები და ა.შ. “- განაცხადა  დავით დევიძემ.

Post navigation

Previous: ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის მიღებული თანხების შემომწირველთა ვინაობა და შენატანების მოცულობა კონფიდენციალურია და ეს ადამიანები თანხას იმ პირობით გვწირავდნენ, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა
Next: მოძრაობა “სირცხვილია” „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.