Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?- ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო

მარშალ პრესი 30/08/2024
beka-beqa odisharia

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ბექა ოდიშარიას თქმით, მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა, რომელზეც ედავებოდნენ, სარჩელიდან თავად ამოიღო.
ოდიშარიას განცხადებით, ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი არ არღვევს თანასწორობას?

„საზოგადოებისთვის გაუგებარი რჩება, რატომ არის ქართული გამჭვირვალობის კანონი ანტიევროპული, რატომ აქვს კავშირი დემოკრატიის უკან დახევასთან? მათი მსუბუქი არგუმენტები გზადაგზა ქარწყლდება. თითიდან გამოწოვილი არგუმენტი დაახლოებით იმ წონისაა, როგორიც ქარის მოტანილია და რომელსაც ქარი წაიღებს. მაგალითად, კონსტიტუციის მე-11 მუხლი, თანასწორობის შესახებ, რომელზეც გვედავებოდნენ, რომ ვარღვევთ, მათ თავად ამოიღეს და ეს უკვე გახდა სიცილის, ქილიკის საგანი სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასა თუ, ზოგადად, საზოგადოებაში. მათ თავად გაიწვიეს ის, რითიც ამდენი თვის განმავლობაში ქართული კანონის წინააღმდეგ პოზიციონირებდნენ. ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, უბრალოდ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი არ არღვევს თანასწორობას? დანარჩენსაც, ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო“-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

Post navigation

Previous: ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა
Next: უტიფარი თაღლითის, მამუკა ხაზარაძის მიერ ჩაგდებული ანაკლიის ისტორიული პროექტის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.