Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უტიფარი თაღლითის, მამუკა ხაზარაძის მიერ ჩაგდებული ანაკლიის ისტორიული პროექტის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა

მარშალ პრესი 30/08/2024
gia abashidze

იმის მიუხედავად, რომ კანტორა “ლელოს” დამფუძნებელი შარლატანი “პოლიტიკოსები” ჯერჯერობით არ იხდიან პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას $650 ათასის ოდენობით და მაინც მოუწევთ, სტრატეგიული საზღვაო ნავსადგურის ინფრასტრუქტურის განვითარება იწყება გამოცდილი უმსხვილესი ევროპული კომპანიის მიერ,-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში.

„უტიფარი თაღლითის, მამუკა ხაზარაძის მიერ ჩაგდებული ანაკლიის ისტორიული პროექტის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა – საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან გაფორმდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში.
იმის მიუხედავად, რომ კანტორა “ლელოს” დამფუძნებელი შარლატანი “პოლიტიკოსები” ჯერჯერობით არ იხდიან პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას $650 ათასის ოდენობით და მაინც მოუწევთ, სტრატეგიული საზღვაო ნავსადგურის ინფრასტრუქტურის განვითარება იწყება გამოცდილი უმსხვილესი ევროპული კომპანიის მიერ.

ბელგიური Jan De Nul-ის მოკლე აღწერა და მის მიერ შესრულებული პროექტების მოკლე ნუსხა:

– დაფუძნდა 1938 წელს. მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი.

– საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა; ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა; სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება.
– ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.

– სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, the Palm Jebel Ali – დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.
Government signs agreement with Jan De Nul within framework of Anaklia Port Construction “,- წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?- ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო
Next: წყობიდან გამოსული ეკა ბესელია, ჩაძინებული მისი თანაშემწე და უმაღლესი სტანდარტის გამოსვლები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან. ასეთია დღევანდელი საკონსტიტუციო სხდომის მოკლე შთაბეჭდილება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.