Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა

მარშალ პრესი 30/08/2024
avtandil talakvadze

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა და ისაუბრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის შესახებ.

როგორც მერმა აღნიშნა, უკვე დაანონსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვასთან ერთად, იგეგმება დამატებით შემდეგი პროექტების განხორციელებაც.

„ქალაქ ოზურგეთში, გამსახურდიას ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ამისათვის 33.137 ლარს დავხარჯავთ. ასევე, მალე დავიწყებთ ოზურგეთში, სიორიძის ქუჩა N22-ში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაციას, რისთვისაც დაახლოებით 83.919 ლარს დავხარჯავთ.

ოზურგეთში, თენიშვილის ქუჩა N6-ში, დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 33.931ლარი; სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ თენიეშვილის ქუჩა N8-შიც, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 33.931ლარი; იგივე ტიპის სამუშაოებს ვგეგმავთ თენიეშვილის ქუჩა N10-შიც, სადაც მრავალბინიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მოხდება; სრულად გაკეთდება ოზურგეთში, გურამიშვილის ქუჩა N7-ში მდება კორპუსის სახურავიც.

ვგეგმავთ და მალე დაიწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რისთვისაც 29.100 ლარი დაიხარჯება. კიდევ ერთი პროექტი, რასაც გავაკეთებთ ოზურგეთში, აკაკი წერეთლის ქუჩა N25-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სრული რეაბილიტაცია იქნება, რისთვისაც 60.300 ლარი დაიხარჯება,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ოზურგეთში 100%-ანი გრანტის მფლობელ ახლაგზარდებს 3000 ლარი, ხოლო 70%-ანი გრანტის მფლობელებს 1000 ლარი გადაეცემათ
Next: არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?- ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.