Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთში 100%-ანი გრანტის მფლობელ ახლაგზარდებს 3000 ლარი, ხოლო 70%-ანი გრანტის მფლობელებს 1000 ლარი გადაეცემათ

მარშალ პრესი 30/08/2024
avtandil talakvadze

ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე სტუდენტების წახალისების მუნიციპალურ პროგრამებსა და წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების შესახებ ისაუბრა.

ოზურგეთის მერის თქმით, საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია წვერმაღალას პარკში გაიმართება. მადლობის სიგელებთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელებს 3000, 70%-იანი გრანტის მფლობელებს კი 1000 ლარი გადაეცემათ.

„როგორც დავპირდით ახალგაზრდებს, წვერმაღალას პარკში გაიმართება ოზურგეთის საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია. მადლობის სიგელებთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელებს 3000, 70%-იანი გრანტის მფლობელებს კი 1000 ლარი გადაეცემათ.

ხოლო სკოლებს, რომელთა მოსწავლეებმაც 100%-იანი გრანტი მიიღეს, სიმბოლურად 1500 ლარი გადაეცემათ. თარიღი წინასწარ დაანონსდება. ასევე, დაჯილდოვდებიან ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულები შემდეგი კრიტერიუმებით: კურსდამთავრებული, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა 100%-იანი გრანტით დაფინანსება – ერთჯერადი ჯილდოს სახით დამატებით მიიღებს 500 ლარს, 70%-იანი გრანტის მფლობელი კი დამატებით 400 ლარს, ხოლო დანარჩენ ყველა ოქროსმედალოსან კურსდამთავრებულს 300 ლარი გადეცემა,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

Post navigation

Previous: ოზურგეთში სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება
Next: ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.