Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციის ტყუილების და ბრალდებების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ მათგანზე მათ პასუხისგება მოუწევთ და ეს ძალიან მალე მოხდება

მარშალ პრესი 26/08/2024
dimitri khundadze

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მან აღნიშნა, ეს კამპანია ზღვარს სცდება.

დიმიტრი ხუნდაძემ აქვე განმარტა, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ მათ აგენტურულ საქმიანობას ადასტურებს. დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მიზანია ტალახში გასვარონ მთელი ქვეყანა და ამომრჩევლის გადაბირება ტყუილების კასკადით მოახდინონ.

„ერთიანი ოპოზიცია, ანუ ერთიანი ნაცმოძრაობა დეზინფორმაციას მტრობის სტიმულირებისთვის იყენებს და ყველას და ყველაფერს თავს ესხმის. ლანძღვასა და შეურაცხყოფას არც არჩევნებამდე იკლებდნენ, მაგრამ დღეს ისინი ყველა ზღვარს გადადიან. ასეთია გამჟღავნებული აგენტურის ხვედრი. მათი მიზანია, ტალახში გასვარონ მთელი ქვეყანა, რომ საზოგადოება დააბნიონ და შეცდომაში შეყვანილი ამომრჩევლების ხმა როგორმე დაიმატონ.

წვიმისა და თოვლის მოსვლასაც ხელისუფლებას აბრალებენ და საკუთარ უსაქმურობასა და მავნებლობას სხვაზე გადაბრალებით მალავენ. მათი გაფუჭებულისა და ჩვენი გაკეთებულის შემჩნევა ობიექტურ თვალს არ გაუჭირდება, თუმცა ყველაზე დიდი ფასი მაინც მათ დროს ომის უბედურებასა და დღევანდელ მშვიდობას აქვს. მართალია მათი მხრიდან ტყუილების და ბრალდებების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ მათგანზე მათ პასუხისგება მოუწევთ და ეს ძალიან მალე მოხდება. უკვალოდ არაფერი არ ჩაივლის!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: თუ გინდათ რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში ნაცსექტანტების ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი “დამჰაჰავებელი” სმაილებით – მსგავსი “ქარდები” გამოიყენეთ
Next: ერთ-ერთი რაც გამორჩეულად მიხარია ამ დამძიმებულ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ გარემოში, ეს არის ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და რაც არ უნდა იქილიკოს ამ კეთილ საქმეზე ნაც-ბაბლმა, ეს მოცემულობას ვერ შეცვლის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025