Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ გინდათ რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში ნაცსექტანტების ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი “დამჰაჰავებელი” სმაილებით – მსგავსი “ქარდები” გამოიყენეთ

მარშალ პრესი 26/08/2024
david kartvelishvili

თუ გინდათ რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში ნაცსექტანტების ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი “დამჰაჰავებელი” სმაილებით – მსგავსი “ქარდები” გამოიყენეთ ხოლმე: 30-დან 100-მდე ფარგლებში დაჭერა გარანტირებული გაქვთ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11 წლიანი პროგრესით მსოფლიოში მე-9, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებულ და სხვა უამრავ “ინდიკაციებს” სწორედ იმ დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციები “იგონებენ” და შემდგომ საგულდაგულოდ მათი მიხედვით საზღვრავენ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ვითარებას – სადაც დეკლარირებულად ასე მიისწრაფვის ოპოზიცია.

„თუ გინდათ რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში ნაცსექტანტების ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი “დამჰაჰავებელი” სმაილებით – მსგავსი “ქარდები” გამოიყენეთ ხოლმე: 30-დან 100-მდე ფარგლებში დაჭერა გარანტირებული გაქვთ. მთავარი ანეკდოტი იმაშია, რომ ამ და სხვა უამრავ “ინდიკაციებს” სწორედ იმ დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციები “იგონებენ” და შემდგომ საგულდაგულოდ მათი მიხედვით საზღვრავენ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ვითარებას – სადაც დეკლარირებულად ასე მიისწრაფვიან ჩვენი სექტანტებიც.

მიისწრაფიან იმ გარემოში მოსახვედრად, რომლის თუნდაც “ინდიკაციებში” გაწერილ “იდილიას”, უკანასკნელ 20 წელიწადში საგულდაგულოდ არ ცნობენ და ნეოტროცკისტული მეთოდებით ებრძვიან ყველგან, სადაც კი აგენტოკრატიული მმართველი რეჟიმი ან ოპოზიცია აქვთ ჩამოყალიბებული: ევროკავშირის სივრცე, უკრაინა ან მოლდოვა. ასე რომ “დასაჰაჰავებელი” იმდენი დაუგროვდათ, რომ ზედმიწევნით მიჰყვებიან კლასიკური გამონათქვამის სიბრძნეს: “კარგად იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის” (he who laughs last laughs loudest) და ამ სიცილს სულ ცოტა ხანში გადაყვებიან ერთხელ და სამუდამოდ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ქართული ჯარის მხარდაჭერის ნაცვლად, ევროკავშირი ასპონსორებს ურეიტინგო, რადიკალურ ე.წ. “ენჯეოებს”, ხელისუფლება განაგრძობს სამშობლოს დამცველების თანადგომას, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ბინები გადაეცემა
Next: ოპოზიციის ტყუილების და ბრალდებების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ მათგანზე მათ პასუხისგება მოუწევთ და ეს ძალიან მალე მოხდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025