Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთ-ერთი რაც გამორჩეულად მიხარია ამ დამძიმებულ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ გარემოში, ეს არის ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და რაც არ უნდა იქილიკოს ამ კეთილ საქმეზე ნაც-ბაბლმა, ეს მოცემულობას ვერ შეცვლის

მარშალ პრესი 26/08/2024
zaal anjaparidze

ერთ-ერთი რაც გამორჩეულად მიხარია ამ დამძიმებულ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ გარემოში, ეს არის ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა. ის არ მოიცავს მხოლოდ თანამედროვე იარაღით და ამუნიციით აღჭურვას, არამედ მათი სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა.

ანჯაფარიძის თქმით, რაც არ უნდა იქილიკოს ამ კეთილ საქმეზე ნაც-ბაბლმა, რომ ეს წინასაარჩევნოდ ხდება და ა.შ. ეს მოცემულობას ვერ შეცვლის.

„ერთ-ერთი რაც გამორჩეულად მიხარია ამ დამძიმებულ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ გარემოში, ეს არის ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა. ის არ მოიცავს მხოლოდ თანამედროვე იარაღით და ამუნიციით აღჭურვას, არამედ მათი სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც. ქვეყანას, რომელიც საკუთარი არმიის სოციალურ კეთილდღეობაზე არ ზრუნავს, არ შეიძლება ეწოდოს სახელმწიფო. და რაც არ უნდა იქილიკოს ამ კეთილ საქმეზე ნაც-ბაბლმა, რომ ეს წინასაარჩევნოდ ხდება და ა.შ. ეს მოცემულობას ვერ შეცვლის. მათი ფილოსოფიით, რაკი არჩევნებს ემთხვევა, სამხედროს ბინა არ უნდა მიეცეს?

ქართულ ჯარს ბევრ რამეში სჭირდება დახმარება, თუნდაც იმის გათვალისწინებით თუ როგორ იცვალა სახე თანამედროვე ომმა. იმედია ხელისუფლება ამაზედაც იზრუნებს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის ტყუილების და ბრალდებების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ მათგანზე მათ პასუხისგება მოუწევთ და ეს ძალიან მალე მოხდება
Next: „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე – კახა კალაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025