Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის

მარშალ პრესი 19/08/2024
irakli kobakhidze

ასეთი პრინციპული დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქ არჩევანის გაკეთება მარტივია – არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ.

„რეგიონში აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში ჩვენ ასევე თბილისში დავასახელებთ რვავე დელეგატს და შესაბამისად, თბილისშიც სრულად ჩაირთვება კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე მივიტანოთ საზო9გადოებამდე.

ამას ისედაც ვაკეთებთ, ბუნებრივია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ საარჩევნო კამპანია გაძლევს იმის საშუალებას, რომ უშუალოდ მიხვიდე მოქალაქეებთან და ესაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან.

ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. ყველა წინა არჩევნები იყო პრინციპული, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ასეთი პრინციპული დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და რეალურად აქ არჩევანის გაკეთება მარტივია – არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა
Next: გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული, მშვიდობის ფასი, აქ ყველაზე კარგად ესმით ასევე პოლიტიკა და ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია გურულებთან ურთიერთობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.