Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა

მარშალ პრესი 19/08/2024
irakli kobakhidze

გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც NED-ის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩარევას შეეხებოდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რომელიმე კონკრეტულ უცხოურ ორგანიზაციაზე ნეგატიური ფორმით საუბარი არ სურს. მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში შემოდის და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება.

„მე არ მინდა, რომელიმე კონკრეტულ უცხოურ ორგანიზაციაზე ვისაუბრო ნეგატიური ფორმით, თუმცა გამჭვირვალობა არის მთავარი. ჩვენ არავის ვუზღუდავთ დაფინანსებას, შეუძლიათ ვიღაცეებს, თუნდაც, რევოლუციური პროცესები დააფინანსონ ჩვენს ქვეყანაში, მთავარია, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაცია უცხოურ გავლენასთან დაკავშირებით. სწორედ, ამისათვის იქნა მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენთვის მთავარი და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა იქმნება ერთის მაგივრად 3-4, განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება, მათ რესურსი არ აქვთ
Next: ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.