Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული, მშვიდობის ფასი, აქ ყველაზე კარგად ესმით ასევე პოლიტიკა და ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია გურულებთან ურთიერთობა

მარშალ პრესი 19/08/2024
irakli kobakhidze

ძალიან მიხარია, რომ დღეს დავესწარი დოღს, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ტრადიცია და მინდა აქედანაც მივულოცო დღევანდელ დოღში გამარჯვებულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში განაცხადა, სადაც სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრო.

მთავრობის მეთაურის თქმით, გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული და მშვიდობის ფასი.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად და თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ საზეიმო განწყობას. პირველ რიგში, ყველას მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, რომ გურიას ფარავდეს ამ დღის, ფერისცვალების მადლი და ყველას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.

გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული, აქ განსაკუთრებულად იციან მშვიდობის ფასი და აქედან გამომდინარე, აქ ყველაზე კარგად ესმით ასევე პოლიტიკა და ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია გურულებთან ურთიერთობა, ეს შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ.

ძალიან ძვირფასია ჩემთვის დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა ფერისცვალება დღეს. ძალიან მიხარია, რომ დღეს დავესწარი დოღს, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ტრადიცია და მინდა აქედანაც მივულოცო დღევანდელ დოღში გამარჯვებულებს. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ფერისცვალება და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო. ფერისცვალების მადლი ფარავდეს გურიას და გურულებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის
Next: აშშ-ის კონგრესი ბაიდენს საიმპიჩმენტო დანაშაულების ჩადენას ედავება – დოკუმენტის მიხედვით, ბაიდენი თანამდებობას ბოროტად იყენებდა და „საკუთარი ოჯახის გამდიდრების გამო შეერთებულ შტატებს ატყუებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.