Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა იქმნება ერთის მაგივრად 3-4, განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება, მათ რესურსი არ აქვთ

მარშალ პრესი 19/08/2024
irakli kobakhidze

ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა იქმნება ერთის მაგივრად 3-4 ფანჩატური. რატომ ჰგონიათ, რომ ერთ ფანჩატურს ჯობია 3 თუ 4, ეს მე არ ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება და მთავარია, რომ მათ რესურსი არ აქვთ.

ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ გიგი წერეთლის დაბრუნებას ეხებოდა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, ერთი პოლიტიკური ძალა, ამას ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და შემთხვევითი არ არის, ყველამ ვიცით, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად საერთო ხედვები ყველაფერთან დაკავშირებით, უფრო სწორად, მათ აქვთ ზუსტად ის ხედვები, რაც აქვთ მათ საერთო პატრონს. აქედან გამომდინარე, არავითარი განსხვავება არ არის, ისინი დღეს, ხვალ ხან ერთად იქნებიან, ხან ცალ-ცალკე იქნებიან, არავითარი განსხვავება არ არის, ერთადერთი არის ის, რომ ისინი არიან ერთიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს
Next: გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.