Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს

მარშალ პრესი 19/08/2024
irakli kobakhidze43

10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე. 

„რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რომელიც სხვათა შორის, ჯერ კიდევ სააკაშვილმა შემოიღო 2012 წელს სრული მასშტაბით.

შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახლა უკვე ოპოზიციაც უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კითხვაზე, რა გზავნილები ჩამოიტანა ფარცხალაძემ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა: „რა შუაშია გზავნილები, არ მგონია, რომ ეს ადეკვატური შეკითხვა იყოს“. 

მისივე თქმით, 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას.

„სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს. რაც შეეხება სანქცირებას, ჩვენ ყოველ ჯერზე ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუმცა ვერც ერთ ჯერზე ვერ წარმოგვიდგინეს ვერც ერთი მტკიცებულება ვერც ერთ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს ეხებოდა მოსამართლეებს, ეხება ოთარ ფარცხალაძეს და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის
Next: ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა იქმნება ერთის მაგივრად 3-4, განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება, მათ რესურსი არ აქვთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025