Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის

მარშალ პრესი 19/08/2024
irakli kobakhidze

„ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის და ეს არის მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაცმოძრაობა“ 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის ვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან ამწიფებდა.

„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, ეს არის მთლიანად უმრავლესობის, მმართველი ძალის საერთო პოზიცია. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის და ეს არის მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს. თუმცა, არის სხვა მრავალი დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა იმ ცხრა წლის განმავლობაში. რაც შეეხება 2008 წლის ომის მომწიფებას, ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდებოდა ყველაფერი იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო, ის რაც მოხდა და საბოლოო ჯამში, მოხდა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ამისთვის ვითარებას ამწიფებდა „ნაცმოძრაობა“ ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან მოყოლებული.

ეს ქრონოლოგია არაერთხელ მითქვამს მეც, როგორ მიიღეს ჯერ კანონი, ე.წ. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, მერე როგორ შეიქმნა ე.წ. დროებითი ადმინისტრაცია, როგორ აირჩა შემდეგ ე.წ. პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და ა. შ. პარალელურად იყო სამხედრო ტიპის კონფრონტაციები, სხვა ტიპის პროვოკაციები, და ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოში მომწიფებულიყო ომი, 2008 წელს რაც მოხდა, რაც არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს
Next: 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025