Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აბსოლუტურად არ არის გასაკვირი სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა, ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ

მარშალ პრესი 19/08/2024
irakli kobakhidze

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ყირიმის პლატფორმის“ მე-4 სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი ზურაბიშვილის და უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა.

„სალომე ზურაბიშვილიც არის სამწუხაროდ იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით – „ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო“.

საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი, ეს ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ,“– განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: 2012 წლის შემდეგ დავამკვიდრეთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე
Next: დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025